Monday, May 20, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება: ოქროს ხანა.
2.პროექტის მთავარი იდეა: 2013 წელი გამოცხადებულია ტამარ მეფის წლად და ჩვენც გვინდა წვლილი შევიტანოთ ამაში.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს მიეცათ პროექტზე მუშაობის რამოდენიმე ვარიანტი: ფორმატი, წიგნი,სლაიდ-შოუ, ფოტოალბომი. ისინი დაეუფლებიან საქართველოს ისტორიის იმ ნაწილის გაგება-გააზრებას, რომელსაც „ოქროს ხანა“ ერქვა.
4.პროექტის მიზნები:
ü  დაეუფლებიან ინფორმაციის მოძიებას, მისი სხვადასხვა ფორმით გადმოცემას.
ü  ინფორმაციის გაფილტვრას.
ü  ინფორმაციის დახარისხებას.
ü  გაიღრმავებენ პრეზენტაციის უნარებს.
ü  გაითავისებენ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
6.ვადები- ხანგრძლივობა: 22 დღე (8.05-30.05)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ილუსტრირებული წიგნი, გაფორმებული ფორმატი, სლაიდ-შოუ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადირესურსები: ფორმატი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფოტოები, თენგიზ წოწონავას   - საბავშვო ისტორიები, ივ.ჯავახიშვილის მე-2 ტომი,ინტერნეტი.
9პროექტის მსვლელობა: შეირჩა თემა, ჩამოყალიბდა ჯგუფები(სურვილის მიხედვით ვისაც რისი გაკეთება სურდა), ჯგუფებმა შეიმუშავეს სამუშაო გეგემა,  მოხდა მოვალეობების გადანაწილება,  მიეცათ ერთი კვირა იმისათვის,რომ ინფორმაციები მოეძიებინათ, ჩემი მითითებით დაევალათამ ინფორმაციების გაფილტვრა ,  დახარისხება, შემდეგ მოხდა თემების გადანაწილება-დასწავლა,  შავად შესრულებული სამუშაოს შესწორებები, საბოლოო სახის მიცემა, პრეზენტაცია.
10.საგნებტან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორიასთან-მოსწავლეები გაეცნობიან საქარტველოს ისტორიის იმ ნაწილს სადაც აღწერილია თამარ მეფის მეფობის ხანა.
ხატვასთან-მოსწავლეები იმუშავებენ ფორმატზე
ისტ-თან მოსწავლეები მოამზადებენ სლაიდ-შოუს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ყაჭიური.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarchachiuri@gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;tamarchachiuri.blogspot.com.